1732263538
უცხოეთი
სერბეთის პრეზიდენტი: კარგად ვიცნობ პუტინს - კატასტროფისკენ მივდივართ
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა, რუსეთის მიერ უკრაინაზე ახალი ტიპის რაკეტით დარტყმის შესახებ ცნობების ფონზე განაცხადა, რომ კატასტროფა ახლოვდება და მხარეებს ზავის დადებისკენ მოუწოდა.
ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ ის „კარგად იცნობს პუტინს და ის არ ბლეფობს“.
„კარგად ვიცნობ პუტინს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შეუძლია ისროლოს ყველაფერი, რაც თავში აზრად მოუვა და უპასუხოდ დარჩება, მაშინ ის ან არ იცნობს პუტინს, ან გიჟია“, - აღნიშნა ვუჩიჩმა.
მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო კატასტროფისკენ მიდის.
„ის [პუტინი] არ ბლეფობს. სამწუხაროდ, კატასტროფისკენ მივდივართ“, - დასძენს სერბეთის პრეზიდენტი.