1754300625
უცხოეთი
სერბეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შესაძლოა, პუტინს სექტემბერში შეხვდეს

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ შესაძლოა, კრემლის ხელმძღვანელ ვლადიმერ პუტინს სექტემბერში შეხვდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ვუჩიჩის თქმით, ის ჩინეთს 1-დან 6 სექტემბრამდე ეწვევა, სადაც შესაძლოა, პუტინს შეხვდეს.
„პუტინიც იქ იქნება, ამიტომ შეიძლება შევხვდე და როგორც გავიგე, ტრამპიც შეიძლება მოვიდეს... ვინ იცის... მითხრეს, რომ 5-ში სპეციალური ვახშამი იქნება“, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, ვუჩიჩისა და პუტინის ბოლო შეხვედრა 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში შედგა.