1794232844
უცხოეთი
სენეგალში ნავის ჩაძირვას, სულ მცირე, 34 მიგრანტი ემსხვერპლა
სენეგალში ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 34 მიგრანტი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას DW ავრცელებს.
როგორც ცნობილია, შემთხვევა სენეგალის დედაქალაქ დაკარიდან ჩრდილოეთით, 180 კილომეტრში მოხდა.
სენეგალის შს სამინისტრომ დასძინა, რომ მსხვერპლის რაოდენობა „წინასწარია“ და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება.