სენატორი ტედ კრუზი FBI-სგან ითხოვს, გაჰყვნენ თანხებს და გამოიძიონ ვინ აფინანსებს აქციებს

ტეხასის შტატის რესპუბლიკელმა სენატორმა ტედ კრუზმა სენატის იურიდიულ კომიტეტში მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელ კაშ პატელს იმ თანხების წარმომავლობის გამოძიებისკენ მოუწოდა, რომლითაც, მისი თქმით, მათი ძალადობრივი პროტესტი ფინანსდება.
„ამ გამოძიების ფარგლებში მსურს მოგიწოდოთ, აუცილებლად მიჰყევით ყველას, ვინც ეხმარებოდა და იზიარებდა არეულობებს. მაგრამ მინდა კიდევ მკაფიოდ მოგიწოდოთ, მიჰყევით ფულს. ძალადობა, რომელსაც ვხედავთ, არ არის თავისთავადი. მჯერა, რომ მნიშვნელოვანი თანხები იყო დახარჯული ძალადობის გავრცელებაში“, - განაცხადა კრუზმა FBI-ის დირექტორის კეშ პატელის მოსმენაზე, სადაც ის ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობის შესახებ ანგარიშით წარდგა.
კრუზმა ასევე, პატელს ორგანიზაცია „ანტიფას“ შიდა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებისკენ მოუწოდა და კითხვით მიმართა, საერთოდ სჯერა თუ არა, რომ „ანტიფა“ ტერორისტული ორგანიზაციაა? რაზეც FBI-ის დირექტორმა უპასუხა: „მჯერა, რომ ანტიფა ამ ქვეყანაში ძალადობის ფაქტებთან ასოცირდება. რაც შეეხება მის განსაზღვრებას, ამას შესაბამის ორგანოებს მივანდობ“
„მოვუწოდებ ადმინისტრაციას, რომ ანტიფა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს და სისტემატურად იბრძოლოს მის წინააღმდეგ. მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალადობრივი აქტები ჩაიდინეს. მჯერა, რომ მის დასაფინანსებლად საკმაოდ დიდი თანხებია გამოყოფილი“, - აღნიშნა სენატორმა.
გარდა ამისა, თავის გამოსვლაში სენატორმა განაცხადა, რომ ის წარადგენს კანონს, რომელიც ორგანიზაციებს აუკრძალავს დაფინანსებას. ხოლო ისინი, ვინც არეულობას აწყობენ, „ორგანიზებული დანაშულისა და კორუფციის შესახებ“ კანონის სპეციალურ სიაში მოხვდებიან.
„მჯერა, რომ ფულს უნდა ვუთვალთვალოთ და გამოვიძიოთ „ორგანიზებული დანაშულისა და კორუფციის შესახებ“ კანონის ფარგლებში“, - თქვა სენატორმა ტედ კრუზმა.