Loading data...
სენატორი კრის მერფი: ირანის წინააღმდეგ ომი ამერიკის ისტორიაში ყველაზე არაგონივრულია, ტრამპის ადმინისტრაციას წარმოდგენა არ აქვს რას აკეთებს

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, „დემოკრატი“ სენატორი კრის მერფი ირანთან კონფლიქტს ამერიკის ისტორიაში „ყველაზე არაგონივრულს და არაკომპეტენტურს“ უწოდებს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ეს არის ყველაზე არაკომპეტენტური, ყველაზე არათანმიმდევრული ომი, რაც ამერიკას ბოლო 100 წლის განმავლობაში უწარმოებია და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ამ ადმინისტრაციას წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებს. მას არ აქვს არც ერთი სიცოცხლისუნარიანი საომარი გეგმა. ისინი ყოველდღიურად იცვლიან მიზნებსა და ამოცანებს. ძალიან ვწუხვარ ჩვენი ჯარისკაცებისა და სამხედრო ლიდერების გამო, რომლებიც ბრძანებებს იღებენ გონებადაკარგული მოხუცი კაცისგან“, - თქვა სენატორმა. 

ამასთან, სენატორმა თქვა, რომ ომი „საშინლად“ მიმდინარეობს და ეს შესაძლოა, ამერიკელებს უსაფრთხოების ფასადაც დაუჯდეთ.

„ფასები იზრდება, ჰორმუზის სრუტე დაკეტილია. ირანს კვლავ აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს შეტევები ჩვენს რეგიონულ მოკავშირეებზე. ბირთვული პროგრამა კვლავ არსებობს. ეს სრული კატასტროფა იყო და ეს ერთი ადამიანის, დონალდ ტრამპის ბრალია, რომელიც ყოველდღე იცვლის აზრს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ეს ომი“, - აცხადებს მერფი. 

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნავთობის მაღალი ფასები შეერთებული შტატებისთვის სარგებლის მომტანია. 

არაოფიციალური ინფორმაციით, ტრამპს მრჩევლები ომის სწრაფად დასრულებისკენ მოუწოდებენ, რადგან შიშობენ, რომ გაჭიანურებული კონფლიქტი და ნავთობის ფასების ზრდა პოლიტიკურ უკუკავშირს გამოიწვევს და გავლენას მოახდენს კონგრესის არჩევნებზე.