Loading data...
სენატორი გრეჰემი: პუტინმა ტრამპთან მიმართებით სერიოზული შეცდომა დაუშვა

სამხრეთ კაროლინას რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა კრემლის ლიდერისთვის ახალი ვადის მიცემაზე ისაუბრა.

სენატორის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა არასწორად გათვალა თავისი დამოკიდებულება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ.

„პუტინმა არასწორად გათვალა თავისი დამოკიდებულება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ. იმედი მაქვს, რომ ისეთი ქვეყნები, რომლებიც პუტინის საომარ მანქანას უჭერენ მხარს, მალე დიდ საფასურს გადაიხდიან“, - წერს სენატორი პლატფორმა X-ზე.

ინფორმაციისთვის, დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ კირ სტარმერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, რუსეთის პრეზიდენტისთვის ვლადიმერ პუტინისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას 10 ან 12 დღემდე ამცირებს.