1761116600
უცხოეთი
სენატორი გრეჰემი: პუტინმა ომის გაგრძელების სურვილისთვის უფრო მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს

აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი აცხადებს, რომ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა ომის გაგრძელების სურვილისთვის კიდევ უფრო მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
გრეჰემის თქმით, ის აფასებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი გუნდის ძალისხმევას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით.
„ომის დასასრულებლად ორივე მხარე უნდა შეთანხმდეს. უკრაინა დათანხმდა პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამასობაში, როგორც ჩანს, რუსეთი სისხლის ღვრის გაგრძელებას დაჟინებით მოითხოვს“, - განაცხადა გრეჰემმა და დასძინა, „სწორედ ამიტომ, პუტინმა ამ კონფლიქტის გაგრძელების დაუსრულებელი სურვილისთვის მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს“.