Loading data...
სენატორი ერიკ შმიტი: უცხოელი ბიუროკრატები და არასამთავრობო ორგანიზაციები ამერიკისთვის გამანადგურებელ საფრთხეს წარმოადგენენ

„უცხოელი ბიუროკრატები და არასამთავრობო ორგანიზაციები ამერიკისთვის გამანადგურებელ საფრთხეს წარმოადგენენ“, - განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ერიკ შმიტმა.

„როგორც გასულ კვირას სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ამ თემაზე გაგზავნილ წერილში აღვნიშნე, ეს უცხოელი ბიუროკრატები და არასამთავრობო ორგანიზაციები [ჩვენი] სამშობლოსთვის გამანადგურებელ საფრთხეს წარმოადგენენ. ეს დიდი ხნის დაგვიანებული ნაბიჯია. მადლობა სახელმწიფო მდივანს. აი, ასე გამოიყურება პოლიტიკა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა““, - აღნიშნა სენატორმა.