Loading data...
სენატი უკრაინის დახმარების კანონპროექტს ბაიდენს ხელმოსაწერად დაუყოვნებლივ გაუგზავნის - სენატორი ჩაკ შუმერი

აშშ-ის სენატის დემოკრატმა ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ სენატი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის კანონპროექტებს, კონკრეტულად კი უკრაინის დახმარების კანონპროექტს, „სწრაფად“ მიიღებს.

„თუ წარმომადგენელთა პალატა ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს სენატს გაუგზავნის, ჩვენ მას  აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს სასწრაფოდ გავუგზავნით“, - დაწერა სენატორმა X-ში.

შუმერი იმედოვნებს, რომ პალატა კანონპროექტებს მხარს დაუჭერს, რადგან „დაყოვნება შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს ძვირი დაუჯდათ“.

„თუ შეერთებული შტატები უკრაინას მხარს არ დაუჭერს, ისინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ომს წააგებენ“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.