სებასტიან ლეკორნუ აცხადებს, რომ შესაძლოა, საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი 48 საათში დაასახელონ

სებასტიან ლეკორნუ აცხადებს, რომ შესაძლოა, საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი 48 საათში დაასახელონ. აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა France 2-თან ინტერვიუში განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ, ლეკორნუმ აღნიშნა, რომ შესაძლოა, საფრანგეთის პრეზიდენტმა მომდევნო 48 საათში ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა წარადგინოს.
„შესაძლოა, ახალი პრემიერ-მინისტრი 48 საათში გვყავდეს“, - განაცხადა ლეკორნუმ.
ლეკორნუს თქმით, ემანუელ მაკრონზეა დამოკიდებული, თუ ვის დაასახელებს ამ თანამდებობაზე.
„მემარცხენეებიდან პრემიერ-მინისტრის დანიშვნის გადაწყვეტილება სახელმწიფოს მეთაურზეა დამოკიდებული, საბოლოო მოლაპარაკებების წარმართვა მასზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა ლეკორნუმ.
ამასთან, ლეკორნუს თქმით, სადავო საპენსიო რეფორმა ახალი მთავრობის ფორმირების მოლაპარაკებებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება იყო.
„ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა, რათა საპენსიო რეფორმაზე დებატები დაიწყოს“, - თქვა ლეკორნუმ.
ჟურნალისტის კითხვაზე მაკრონის შესაძლო გადადგომის შესახებ, ლეკორნუმ აღნიშნა, რომ ახლა ამის დრო არ არის.
„ახლა პრეზიდენტის შეცვლის დრო არ არის“, - განაცხადა ლეკორნუმ.
ლეკორნუს თქმით, ის მიიჩნევს, რომ თავისი მისია შეასრულა.