Loading data...
საუდის არაბეთმა რაკეტების და დრონების იერიშის მოგერიების შესახებ განაცხადა

საუდის არაბეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა ჰამის-მუშაიტის და ჯიზანის მიმართულებით გაშვებული დრონები  და ბალისტიკური რაკეტები გაანადგურეს. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.

როგორც არაბული კოალიციური ძალების სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ტურკი ალ-მალიკიმ განაცხადა, ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა ორი ბალისტიკური რაკეტა და ოთხი დრონი გაანადგურეს. მას არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ გამოუშვა საფრენი აპარატები.

ალ-მალიკიმ ასევე განაცხადა, რომ კოალიცია გააგრძელებს ყველა აუცილებელი ზომის მიღებას, რათა იემენელი ჰუსიტების შეტევები მოგერიებული იყოს.