საუდის არაბეთი სირიის ქალაქ ალეპოში 2 აეროპორტის განვითარებისთვის ორ მილიარდ დოლარს გამოყოფს
საუდის არაბეთმა სირიაში საინვესტიციო ფონდი გახსნა, რომელიც ორ მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს სირიის ქალაქ ალეპოში ორი აეროპორტის განვითარებისთვის, - ამის შესახებ საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა, ხალიდ ალ-ფალიჰმა განაცხადა.
დაგეგმილი საავიაციო პროექტები წარმოადგენს საუდის არაბეთის მცდელობის ნაწილს, გააფართოოს ეკონომიკური კავშირები დამასკოსთან, მას შემდეგ, რაც დეკემბერში მოიხსნა აშშ-ის სანქციები სირიის წინააღმდეგ, რამაც დიდი ხნის განმავლობაში შეზღუდა უცხოური ინვესტიციები.
ამ კვირის დასაწყისში სირიის საინვესტიციო ფონდმა განაცხადა, რომ ერ-რიადი ამზადებს მრავალმილიარდიანი საინვესტიციო პაკეტს, რომელიც, ასევე, მოიცავს ახალი კერძო სირიული ავიაკომპანიის მხარდაჭერას და პროექტებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტელეკომუნიკაციები და უძრავი ქონება.
გარდა ამისა, „როიტერის“ ცნობით, საუდის არაბეთის ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ, Flynas-მა და სირიის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ახალი ავიაკომპანიის, Flynas Syria-ს შექმნის შესახებ. კომპანიის ცნობით, სირიულ მხარეს 51% ექნება, ხოლო 49% Flynas-ის საკუთრება იქნება. ფრენების დაწყება 2026 წლის მეოთხე კვარტალში იგეგმება.