საუდის არაბეთი ისრაელთან ურთიერთობებს მხოლოდ მას შემდეგ მოაწესრიგებს, რაც პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გზა შეუქცევადი იქნება - საუდის არაბეთის წყარო
საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები მხოლოდ მაშინ მოწესრიგდება, როდესაც პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გზა შეუქცევადი იქნება, განუცხადა CNN-ს საუდის არაბეთის წყარომ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებს ისრაელის აღიარება ირანთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ მოუწევთ.
წყაროს თქმით, საუდის არაბეთს „იგივე პოზიცია აქვს, რაც ყოველთვის ჰქონდა - შეუქცევადი გზა პალესტინის სახელმწიფოსკენ“.
ცნობისთვის, მანამდე ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ახლო აღმოსავლეთსა და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, ხელი მოაწერონ აბრაამის შეთანხმებებს მას შემდეგ, რაც ირანთან ომის დასრულების შესახებ შეთანხმება მიიღწევა. ამავდროულად, მისი თქმით, თუ ვაშინგტონი და თეირანი კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, სამხედრო მოქმედებები „უფრო მასშტაბური და ძლიერი“ იქნება.