სასამართლომ ტრამპს 10%-იანი ტარიფების დაწესების უფლება მისცა
ვაშინგტონის ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას 10%-იანი საბაჟო ტარიფების დაწესების უფლება მისცა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ამით სააპელაციო სასამართლომ წინა ინსტანციის უწყების გადაწყვეტილება შეაჩერა, რომელმაც ტრამპის მიერ საბაჟო ტარიფების დაწესება უკანონოდ ჩათვალა.
ნიუ-იორკის სასამართლოს მიერ 7 მაისს მიღებული გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციამ გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარის არგუმენტების განხილვამდე გაუქმებულია.
ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი ვაშინგტონის ორმა კერძო კომპანიამ შეიტანა. ახლა მათ სასამართლოს ბოლო ვერდიქტის გასაჩივრება 7 დღის ვადაში შეუძლიათ.
დონალდ ტრამპმა საიმპორტო საქონელზე 10%-იანი საბაჟო გადასახადის დაწესებისას „ვაჭრობის შესახებ“ 1974 წელს მიღებული კანონის 122 მუხლი მოიყვანა. კანონის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ 150 დღის ვადით 15%-მდე საბაჟო ტარიფები დააწესოს, როდესაც „საგადასახადო ბალანსში სერიოზული დეფიციტი არსებობს“.
მოსარჩელე მხარე კი აცხადებს, რომ აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი და საგადასახადო ბალანსის კრიზისი - ორი პრინციპულად განსხვავებული ცნებაა.