Loading data...
სასამართლომ ევროკავშირის ქვეყნები დაავალდებულა, სქესის ცვლილება ნებისმიერ წევრ სახელმწიფოში აღიარონ

ევროკავშირის სასამართლომ დაავალდებულა ევროკავშირის ყველა სახელმწიფო, აღიაროს სახელისა და გენდერის ცვლილება დოკუმენტებში, რომლებიც გაცემულია ნებისმიერ წევრ ქვეყანაში.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აღიარონ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში დამტკიცებული სახელისა და სქესის ცვლილება.

სასამართლოს დადგენილების მიხედვით, ასეთი ცვლილებების აღიარებაზე და მათი ოფიციალურ დოკუმენტებში შეტანაზე უარი ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონებს.

პრეცედენტული გახდა რუმინეთისა და დიდი ბრიტანეთის ტრანსგენდერი კაცის საქმე. მან დიდ ბრიტანეთში 2020 წელს შეიცვალა სქესი, როდესაც ეს ქვეყანა ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრი იყო. ბრიტანულ დოკუმენტებში მას შეუცვალეს სახელი და გენდერი, თუმცა რუმინეთის ხელისუფლება უარს აცხადებდა ახალი დაბადების მოწმობის გაცემაზე.