1736918382
უცხოეთი
სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული
კიევსა და უკრაინის სხვა ოლქებში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ადგილობრივი მედიის ცნობით, მთელი უკრაინის მასშტაბით, სარაკეტო თავდასხმის საფრთხე არსებობს.
როგორც საჰაერო თავდაცვის ძალებში აცხადებენ, ადგილობრივი დროით 06:01 საათზე, ხარკოვის ოლქის სამხრეთით დააფიქსირეს რაკეტები, რომლებსაც კურსი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით აქვთ აღებული.
საჰაერო თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მტრის ბალისტიკური რაკეტები რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქიდან ხარკოვის მიმართულებით მოძრაობს.