Loading data...
საპროტესტო ტალღა საფრანგეთში - პოლიციამ 219 პირი დააკავა

საფრანგეთის შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სამართალდამცველებმა 219 პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, პარიზში ქუჩაში 24 000 დემონსტრანტი გამოვიდა. 

ახალგაზრდული პროფკავშირების გაერთიანება განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებს და აცხადებს, რომ მთელ საფრანგეთში 200 000, ხოლო პარიზში 100 000 ადამიანი იყო მობილიზებული.

როგორც მედია წერს, ათი პოლიციელი მსუბუქად დაშავდა.