საპროტესტო აქციები საბერძნეთშიც გაიმართა
სტუდენტების საპროტესტო აქციებს, რომლებიც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს, საბერძნეთიც შეუერთდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
აქციის მონაწილეები განათლების სისტემას და ხელფასის ოდენობას აპროტესტებენ.
საბერძნეთის ქუჩებში ათასობით ლექტორი და სტუდენტი გავიდა. ისინი, განათლების დაფინანსების მოთხოვნის გარდა, განათლების პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ და საკლასო ოთახებში გადატვირთულობას აპროტესტებენ. ანალოგიური მოთხოვნებით აქციები ევროპის სხვა ქვეყნებშიც ტარდება.
საბერძნეთის პოლიციის ცნობით, აქციაში 10 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ ათენის ცენტრში და შემოგარენში მშვიდობიანი აქციები გამართეს. საპროტესტო აქციების მონაწილეები ევროპაში ფასების ზრდასაც აპროტესტებდნენ.
საპროტესტო აქცია საბერძნეთში საფრანგეთისა და ალბანეთის შემდეგ გაიმართა, სადაც მოსახლეობა მაღალ ფასებს და სამთავრობო სტრუქტურებში კორუფციას აპროტესტებს. პოლიციასთან შეტაკებების შემდეგ საპროტესტო აქციების ათასობით მონაწილე იყო დაკავებული. ბევრ შენობას და სავაჭრო წერტილს მატერიალური ზარალი მიაყენეს.
საფრანგეთისგან და ალბანეთისგან განსხვავებით საბერძნეთში საპროტესტო აქციები მშვიდობიანია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა უკვე განაცხადა, რომ ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის გამო დახმარების ოდენობა 1 მლრდ ევროს მიუახლოვდება.