Loading data...
საფრანგეთში სკოლის მოსწავლეთა საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 2 000 ადამიანი დააკავა

საფრანგეთში უფროსი კლასის მოსწავლეთა საპროტესტო აქციებზე 2 000 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

აქციები 21 სექტემბერს დაიწყო და ის 400-მდე სკოლას შეეხო. მოსწავლეები საკლასო ოთახების გადატვირთულობას და პედაგოგების არასაკმარის რაოდენობას აპროტესტებენ. მათ სტუდენტები, მეხანძრე-მაშველები და სახელმწიფო მოხელეები შეუერთდნენ.

საფრანგეთის ზოგიერთ ქალაქში საპროტესტო აქციებს მანქანების და მაღაზიების დაწვა და პოლიციასთან შეტაკებები მოჰყვა.

სტუდენტთა კავშირმა და ლიცეუმის პროფკავშირმა 6 ოქტომბრისთვის საყოველთაო აქცია დაგეგმეს. პროტესტი მეზობელ ბელგიაშიც გავრცელდა.