Loading data...
საფრანგეთში სიცხის ტალღა ძლიერდება - გარდაიცვალა 3 ადამიანი

„საფრანგეთში სიცხის ტალღა ძლიერდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა, შესაძლოა, 45°C-მდე ავიდეს. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Le Figaro ავრცელებს. 

ხელისუფლება მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

ფრანგული მედიის ცნობით, მაღალი ტემპერატურა რამდენიმე დღეა გრძელდება. ხელისუფლება და მეტეოროლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ დაიცვან შესაბამისი რეკომენდაციები, განსაკუთრებით ხანდაზმულებმა, ბავშვებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა.

რაც შეეხება საფრანგეთის დედაქალაქს, პარიზში კვირის დასაწყისში ტემპერატურა 39°C-ს მიაღწია. ოთხშაბათს და ხუთშაბათს კი 41°C არის მოსალოდნელი. 

ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 21 ივნისს ხანდაზმული ადამიანის გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც  სავარაუდოდ, ძლიერ სიცხეს უკავშირდება.