საფრანგეთში საპროტესტო აქციების შედეგად 24 სკოლა დაიწვა და დაზიანდა, სასწავლო პროცესი 500-მდე სკოლაში შეწყდა - Le Monde
საფრანგეთის განათლების მინისტრის ედუარ ჟეფრის განცხადებით, საფრანგეთში 500-მდე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. ამის შესახებ Le Monde იტყობინება.
მისივე თქმით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან განათლების სფეროს 78 თანამშრომელი დაშავდა. დაიწვა და დაზიანდა 24 სკოლა.
მინისტრის თქმით, სკოლები დახურული დარჩება, თუ უსაფრთხოების პირობები არ იქნება დაცული ან თუ პერსონალი პირდაპირი თავდასხმის სამიზნე გახდა.
„არიან აქტივისტები, განსაკუთრებით ულტრამემარცხენეები, რომლებმაც შეაღწიეს სტუდენტურ მოძრაობაში და გამოიჩინეს უკიდურესი სისასტიკე. ცხადია, ეს საფრთხეს უქმნის როგორც ჩვენს თანამშრომლებს, ასევე ჩვენს სტუდენტებს. დაშავდა ეროვნული განათლების სისტემის 78 თანამშრომელი,“ - განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, საფრანგეთში მასწავლებლების დეფიციტისა და სკოლების შენობებში არასათანადო მდგომარეობის გამო გამართული საპროტესტო აქციები გასულ თვეში პარიზში დაიწყო და ქვეყნის მასშტაბით გავრცელების შემდეგ სულ უფრო ძალადობრივი გახდა.