Loading data...
საფრანგეთში მძღოლს გაზის და მუხრუჭის პედლები ერთმანეთში აერია და მანქანა აუზში ჩავარდა

საფრანგეთის ქალაქ ლა-სიოტაში ავტომობილის მძღოლს, 38 წლის ქალს გაზის და მუხრუჭის პედლები ერთმანეთში აერია და მანქანა მაღალი სიჩქარით ქალაქის საცურაო აუზის შენობაში შევარდა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

ინციდენტის დროს აუზში ბევრი ადამიანი იმყოფებოდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ქალი და მანქანაში მყოფი მისი 5 წლის შვილი ცურვის ინსტრუქტორებმა გადაარჩინეს.

ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ.