Loading data...
საფრანგეთში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა - დაშავებულია 44 ადამიანი

საფრანგეთში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, რის შედეგადაც 44 ადამიანი დაშავდა“, - ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.

პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი მატარებლის უცნობ ობიექტთან შეჯახებას მოჰყვა, რის გამოც ოთხი ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა, ხოლო ერთი გადაბრუნდა.

შემთხვევა ქალაქ რუანსა და კანს შორის მოხდა. მატარებელში დაახლოებით 180 მგზავრი იმყოფებოდა.  

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავებულთაგან 43-მა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, ხოლო 18 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - იგი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები და სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.