Loading data...
საფრანგეთში მაღალმა ტემპერატურამ 3000 ადამიანი იმსხვერპლა - Le Monde

საფრანგეთში, ილ-დე-ფრანსის რეგიონში სიცხის ტალღის გამო თითქმის 3000 ადამიანი დაიღუპა, რაც სიკვდილიანობის ჩვეულებრივ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. ამის შესახებ Le Monde საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

უფრო კონკრეტულად კი, სააგენტოს მონაცემებით, ბოლო კვირის განმავლობაში რეგიონში დაახლოებით 3000 ადამიანი დაიღუპა.

„ილ-დე-ფრანსის რეგიონში სიცხის ტალღის გამო ჭარბი სიკვდილიანობის ძალიან მაღალი დონე დაფიქსირდა [22-დან 28 ივნისამდე]“, - ნათქვამია საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ცნობისთვის, ევროპის მასშტაბით 9იტალია, ესპანეთი, გერმანია და საფრანგეთი) რეკორდულად მაღალ ტემპერატურასა და სიცხის ტალღებს ებრძვიან. 

ჰაერის ანომალიურად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება როგორც კონტინენტის სამხრეთ, ისე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში.

პარიზში განგაშის წითელი, ანუ უკიდურესი სიცხის შესახებ საფრთხის ყველაზე მაღალი დონე მოქმედებს. მსხვერპლია იტალიაში.