Loading data...
საფრანგეთში ემანუელ მაკრონის მომხრეთა რაოდენობა მცირდება - პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას უკვე მისი მოკავშირეებიც ეთანხმებიან

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მოკავშირეების რაოდენობა მცირდება. „ეროვნული კრებას“ (RN) და „საფრანგეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას“ (LFI), რომლებიც მის გადადგომას უკვე დიდი ხანია ითხოვენ, ახლა პრეზიდენტის მოკავშირეებიც უერთდებიან. როგორც მედია იუწყება, მაკრონის მოწინააღმდეგეებს შორის აღმოჩნდა ედუარ ფილიპიც, რომლის მთავარი მიზანი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩანიშვნაა. 

„პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად, ემანუელ მაკრონს უწევს ისმინოს მისი გადადგომის მოწოდებები, რითაც ის უკვე კარგა ხანია გარშემორტყმულია. მან არჩევანი უნდა გააკეთოს ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნას, ეროვნული ასამბლეის დათხოვნას ან გადადგომას შორის“, - წერს ფრანგული მედია.