1779803542
უცხოეთი
საფრანგეთში ძლიერ სიცხეს 7 ადამიანი ემსხვერპლა
საფრანგეთში ძლიერ სიცხეს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა მოდ ბრეჟონიმ აღნიშნა, გარდაცვალების შემთხვევები პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული ტემპერატურის მკვეთრ მატებასთან.
მინისტრის თქმით, რამდენიმე მათგანი მაღალ ტემპერატურას ემსხვერპლა, ნაწილი კი ტბებსა და მდინარეებში დაიხრჩო.
მეტეოროლოგიური სააგენტოს Meteo France-ის ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში საფრთხის ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა.