Loading data...
საფრანგეთში დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ, ქვეყნის მასშტაბით 70 000 პოლიციელი და ჟანდარმი იქნება მობილიზებული

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ლორან ნუნიესის განცხადებით, საფრანგეთში დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მასშტაბით 70 000 პოლიციელი და ჟანდარმი იქნება მობილიზებული. 

მინისტრის თქმით, სამართალდამცველებთან ერთად მობილიზებული იქნებიან სპეციალური დანიშნულების დანაყოფები, ასევე ოპერაციაში ჩაერთვება ყველა ხელმისაწვდომი დრონი და ვერტმფრენი.

ქვეყნის მასშტაბით განალაგებენ 26 ჯავშანმანქანა „სენტორს“, მათ შორის რამდენიმეს პარიზში. სამართალდამცველების განკარგულებაში იქნება ასევე წყლის ჭავლის მანქანები.

მანამდე კი, ნუნიესმა განაცხადა, რომ ოქტომბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციების დროს ძალადობრივი არეულობის განსაკუთრებით მაღალი რისკი არსებობს.

„სოციალურ ქსელებში გამოვლენილია მრავალი მოწოდება ქალაქების ცენტრალურ ნაწილებსა და ყველა საჯარო მოედანზე „ჰელოუინის“ საბაბით შეკრების შესახებ. ამ მოწოდებების თანმხლები გრაფიკული მასალების ანალიზი ეჭვს არ ტოვებს, რომ მათი ავტორები ძალადობის ახალი აქტების ჩადენას გეგმავენ. შესაბამისად, საღამოს ადრეული საათებიდან გვიან ღამემდე ქალაქებში ძალადობრივი არეულობის რისკი ძალიან მაღალია“, – ნათქვამია მინისტრის შეტყობინებაში.