1770134209
უცხოეთი
საფრანგეთში 14 წლის მოზარდმა 60 წლის მასწავლებელი საკლასო ოთახში დაჭრა
საფრანგეთის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლემ მასწავლებელი დანით დაჭრა. მედიის ცნობით, შემთხვევა სამხრეთ საფრანგეთში, სანარი-სურ-მერის სკოლაში მოხდა.
BFM TV-ის ინფორმაციით, 14 წლის მოზარდმა 60 წლის მასწავლებელი საკლასო ოთახში დაჭრა, მასწავლებლის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
საფრანგეთის განათლების მინისტრი ედუარ ჟეფრეი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაუყოვნებლივ სკოლას ეწვია. მისი თქმით, მოსწავლე დაკავებულია.
მომხდარის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.