საფრანგეთს აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებში ან მათ დაგეგმვაში მონაწილეობა არ მიუღია - საფრანგეთის საგარეო უწყება

აშშ-ის მიერ ირანის 3 ბირთვულ ობიექტზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ.
როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ აღნიშნა, პარიზმა შეშფოთებით შეიტყო აშშ-ის მიერ ირანზე ღამით განხორციელებული დარტყმები.
„საფრანგეთი მოუწოდებს მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი ესკალაცია, რამაც შეიძლება კონფლიქტის გაფართოება გამოიწვიოს“, - აცხადებს მინისტრი.
ბაროს თქმით, საფრანგეთმა არაერთხელ გამოთქვა თავისი კატეგორიული წინააღმდეგობა ირანისთვის ბირთვულ იარაღზე წვდომის მიღებასთან დაკავშირებით.
„საფრანგეთი დარწმუნებულია, რომ ამ საკითხის ხანგრძლივი გადაწყვეტა მოითხოვს მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში“, - აღნიშნა ჟან-ნოელ ბარო პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, 22 ივნისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იერიში მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაანში.
დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰაგსეთმა განაცხადა, რომ ოპერაციამ ირანის ბირთვული ამოცანები გაანადგურა.