1725537925
უცხოეთი
საფრანგეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად მემარჯვენე ცენტრისტი მიშელ ბარნიე დანიშნა. ახალ ბარნიემ მთავრობა უნდა დააკომპლექტოს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, დაუჭერს თი არა ბარნიეს მიერ ჩამოყალიბებულ მთავრობას მხარს საფრანგეთის პარლამენტი. 30 ივნისს და 7 ივლისს გამართული არჩევნების შედეგად საფრანგეთის პარლამენტში ვერცერთმა პარტიამ აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მიიღო,
მიშელ ბარნიე 73 წლისაა. ის ევროკავშირის სტრუქტურებში მუშაობდა და ცნობილია იმით, რომ 2016-2019 წლებში სათავეში ედგა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ მოლაპარაკებას.