1771344647
უცხოეთი
საფრანგეთმა რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებული ტანკერი რამდენიმე მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა
საფრანგეთის ხელისუფლებამ ჯარიმის გადახდის შემდეგ GRINCH-ის ნავთობტანკერი, რომელიც რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნის - გაათავისუფლა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ დაწერა.
„ნავთობის ტანკერი GRINCH საფრანგეთის ტერიტორიულ წყლებს დატოვებს რამდენიმე მილიონი ევროს გადახდის შემდეგ, რომელიც ძვირი დაუჯდა. ევროპული სანქციების გვერდის ავლას თავისი ფასი აქვს. რუსეთი ვეღარ შეძლებს თავისი ომის დაუსჯელად დაფინანსებას ჩვენი სანაპიროების მახლობლად „ჩრდილოვანი ფლოტის“ დახმარებით“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.