Loading data...
საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა

საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„გვსურს ორმა სახელმწიფომ გვერდიგვერდ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრონ და ეს რეალობად იქცეს. პალესტინის სახელმწიფოს აღიარება „ჰამასისთვის დამარცხებაა“, - განაცხადა მაკრონმა სიტყვით გამოსვლისას. 

მაკრონის თქმით, მთავარი პრიორიტეტი 48 მძევლის გათავისუფლების უზრუნველყოფა და ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციების დასრულებაა.

„მე ვაფასებ კატარის, ეგვიპტისა და აშშ-ის მიერ ამ მიზნის მისაღწევად გაწეულ ძალისხმევას“, - განაცხადა მაკრონმა. 

ინფორმაციისთვის, გაეროს რიგით მე-80 გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ავსტრალიამ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას მხარი დაუჭირეს. 

პალესტინის სახელმწიფო პორტუგალიამაც აღიარა.