საფრანგეთმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო სივრცით მიწოდების ოპერაცია ჩაატარა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთმა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საჰაერო ოპერაცია ჩაატარა. მაკრონმა ვიდეო სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.
1-ელ აგვისტოს, საფრანგეთმა ღაზას სექტორს საკვები პროდუქტები მიაწოდა.
„გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს იორდანიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გერმანიაში მხარდაჭერისთვის, ასევე ჩვენს სამხედროებს თავდადებისთვის“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ ღაზაში საკვების მარაგი არასაკმარისია და მოუწოდა ისრაელს, დაუშვას სრული ჰუმანიტარული წვდომა, რათა შიმშილობის რისკები აღმოიფხვრას.
Face à l'urgence absolue, nous venons de conduire une opération de largage de vivres à Gaza.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) August 1, 2025
Merci à nos partenaires jordaniens, émiriens et allemands pour leur appui, ainsi qu’à nos militaires pour leur engagement.
Les largages ne suffisent pas.… pic.twitter.com/dEzo3GXmi8
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს.
როგორც მაკრონი განმარტავს, ოფიციალურ განცხადებას სექტემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომაზე გააკეთებს.