1772712535
უცხოეთი
საფრანგეთმა აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში საკუთარი ბაზების გამოყენების უფლება მისცა
ამერიკულ ავიაციას ახლო აღმოსავლეთში საფრანგეთის ავიაბაზების დროებითი გამოყენება შეუძლია. ამის შესახებ ფრანგული ტელეკომპანია TF1 იუწყება.
„აშშ-სთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით, რეგიონში არსებულ ჩვენს ბაზებზე მათი თვითმფრინავების დროებითი დისლოცირება დაშვებულია. ამ თვითმფრინავების დახმარების სპარსეთის ყურის რეგიონში ჩვენი პარტნიორების დაცვა ხდება“, - წერია საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, აშშ-მა და ისრაელმა 28 თებერვალს ირანის წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია დაიწყეს. ირანში სხვადასხვა ობიექტების დაბომბვა ამჟამადაც გრძელდება. ამის საპასუხოდ ირანმა ამერიკულ ბაზებზე და აშშ-ის მოკავშირეებზე სარაკეტო იერიშები განახორციელა.