Loading data...
საფრანგეთის სასამართლომ ბაშარ ასადის დაპატიმრების ორდერი გასცა

საფრანგეთის სასამართლომ სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ასადის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ორდერები გაიცა 2012 წელს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, როდესაც სამთავრობო ძალების მიერ ქალაქ ჰომსის დაბომბვისას ამერიკელი ჟურნალისტი მარი კოლვინი და ფრანგი ფოტოკორესპონდენტი რემი ოკლი დაიღუპნენ. საფრანგეთის ხელისუფლება ამ ფაქტს ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულს და სამხედრო დანაშაულს უწოდებს.

ბაშარ ასადის გარდა, ორდერი გაიცა მისი ძმის, აჰერ ასადის დაკავებაზე, რომელიც სირიის არმიის მე-4 ჯავშანსატანკო დივიზიას ხელმძღვანელობდა. ასევე ორდერი გაიცა სირიის დაზვერვის უფროსის, ალი მამლუქის და გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, ალი იუბის დაკავებაზეც.

ბაშარ ასადი სირიის პრეზიდენტი იყო 2000-2024 წლებში. 2011 წელს მან ანტისამთავრობო პროტესტები ძალის გამოყენებით ჩაახშო, რის შემდეგ ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო. 2024 წლის დეკემბერში ასადი ამბოხებულებმა დაამხეს და ის დამასკოდან მოსკოვში გაიქცა. სირიის ახალი ხელისუფლება ბაშარ ასადის ექსტრადირებას მოითხოვს.