1758056050
უცხოეთი
საფრანგეთის საგარეო უწყება: საფრანგეთი ისრაელს მოუწოდებს, დაასრულოს დესტრუქციული კამპანია, რომელსაც აღარ აქვს რაიმე სამხედრო დასაბუთება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ღაზაში ისრაელის გაძლიერებული სამხედრო ოპერაციები.
„საფრანგეთი ისრაელს მოუწოდებს, დაასრულოს ეს დესტრუქციული კამპანია, რომელსაც აღარ აქვს რაიმე სამხედრო დასაბუთება და რაც შეიძლება სწრაფად განაახლოს მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტისა და ყველა მძევლის გათავისუფლების მიზნით“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაძლიერებული თავდასხმა ხდება „უკიდურესად მწვავე ჰუმანიტარულ პირობებში“.
„საფრანგეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ისრაელს, დაუყოვნებლივ მოხსნას ყველა შეზღუდვა, რომელიც დაწესებულია ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი დაუყოვნებელი, მასიური და შეუფერხებელი მიწოდება“, - ნათქვამია განცხადებაში.