საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი:„მშვიდობის საბჭოს“ შეხვედრაში ევროკომისიის მონაწილეობით გაოცებული ვართ
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა პასკალ კონფავრომ განაცხადა, რომ საფრანგეთი „მშვიდობის საბჭოს“ შეხვედრაში ევროკომისიის მონაწილეობით გაოცებულია.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ პარიზის პოზიციაა, „მშვიდობის საბჭომ“ ყურადღება უნდა გაამახვილოს ღაზაზე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესაბამისად, და ვიდრე ეს გაურკვევლობა არ აღმოიფხვრება, საფრანგეთი მონაწილეობას არ მიიღებს.
„ევროკომისიასთან და მის მონაწილეობასთან დაკავშირებით, სინამდვილეში გაოცებულები ვართ, რადგან მას არ გააჩნია საბჭოსგან მანდატი, რათა იქ წარდგეს“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
ევროპის მთავრობების უმეტესობამ გადაწყვიტა, შეხვედრაზე მაღალი რანგის წარმომადგენლები არ გაეგზავნა, თუმცა ევროკომისიამ განაცხადა, რომ მას ხმელთაშუა ზღვის საკითხებში მისი კომისარი, დუბრავკა სუიკა, ესწრება.
როგორც მედია წერს, ზოგიერთი დიპლომატი, ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ჰქონდა თუ არა ევროკომისიას უფლება, ეს გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე მიეღო.
გასაკვირია, რომ ევროკომისიამ გადაწყვიტა ღონისძიებაზე წარდგომა, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრმა ქვეყანამ ეჭვქვეშ დააყენა ინიციატივის სანდოობა, რომელიც, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს გაეროს ჩანაცვლებას“, - განაცხადა ბელგიელმა დიპლომატმა.