Loading data...
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტრამპსა და მასკს შორის დაპირისპირებაზე: ეს ორი ადამიანი ერთმანეთთან შესაგუებლად არ არის შექმნილი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მილიარდერ ილონ მასკს შორის საჯარო დაპირისპირებას გამოეხმაურა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პოლიტიკა და საზოგადოებრივი ინტერესები შეუთავსებელია .

„ვფიქრობ, ეს მოსალოდნელი და პროგნოზირებადი იყო. ეს ორი ადამიანი ერთმანეთთან შესაგუებლად არ არის შექმნილი“, - აღნიშნავს ბარო.