Loading data...
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საფრანგეთი მზადაა დაიცვას სპარსეთის ყურის ქვეყნები

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ პარიზი მზადაა, რეგიონში სიტუაციის ესკალაციის ფონზე, ახლო აღმოსავლეთში თავისი პარტნიორების დაცვაში ჩაერთოს.

ბარომ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, კატარს, ერაყს, ბაჰრეინს, ომანს, ქუვეითსა და იორდანიას.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არ ახსნა, თუ ზუსტად როგორ შეუერთდებოდა პარიზი ამ ქვეყნების დაცვას.

ამავდროულად, ის იმედგაცრუებულია, რომ ირანთან დაკავშირებული სიტუაციის დიპლომატიური გზებით მოგვარება ვერ მოხერხდა.