Loading data...
საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა

საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში მასიური არეულობების გამო კომენდანტის საათი გამოცხადდა, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

პრემიერის თქმით, მან პრეფექტებს კომენდანტის საათის შემოღება დაავალა, რადგანაც აუცილებელია მარადიორებისგან მაღაზიების დაცვა.

საფრანგეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 2000-ზე მეტი მაღაზია გაიძარცვა. ზარალმა კი ასობით მილიონი ევრო შეადგინა.

პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული თეზისი გაიმეორა, რომელმაც თქვა, რომ არეულობა არის „ორგანიზებული ქაოსი“ და მასზე პასუხი ეკისრებათ „მემარცხენე ექსტრემისტებსა და კრიმინალებს“.

ცნობისთვის, 17 ოქტომბერს საფრანგეთში მასიური საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლის დროსაც დემონსტრანტებმა გაძარცვეს მაღაზიები, დაწვეს შენობები და ავტომობილები. პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მოხდა.