საფრანგეთის პრეზიდენტი ნეთანიაჰუს მოუწოდებს, ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ბრძოლა არ დაიწყოს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ესაუბრა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და მოუწოდა მას, არ გასცეს ბრძანება ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო შეტევის დაწყების შესახებ, - ნათქვამია საფრანგეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„მნიშვნელოვანია, რომ მხარეები დაუბრუნდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას“, - წერს მაკრონი.
მან, ასევე, დაურეკა ლიბანის პრეზიდენტ ჯოზეფ აუნს და პრემიერ-მინისტრ ნავაფ სალამს და ხაზი გაუსვა „ჰეზბოლას მიერ ისრაელისა და მის ფარგლებს გარეთ თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობას. ესკალაციის ეს სტრატეგია წარმოადგენს დიდ შეცდომას, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს“.
„საფრანგეთი, თავის პარტნიორებთან ერთად, გააგრძელებს ლიბანის შეიარაღებული ძალების ძალისხმევის მხარდაჭერას, რათა მათ სრულად შეძლონ თავიანთი სუვერენიტეტის მისიების შესრულება და „ჰეზბოლას“ მიერ წარმოქმნილი საფრთხის დასრულება“, - წერს მაკრონი.