1732653833
უცხოეთი
საფრანგეთის პრემიერი: საფრანგეთი შეასრულებს ვალდებულებებს ICC მიერ გაცემულ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერთან დაკავშირებით
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მიშელ ბარნიემ განაცხადა, რომ საფრანგეთი „შეასრულებს თავის ვალდებულებებს“ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერთან დაკავშირებით, რომელიც ბრალდებულია ღაზას სექტორში სამხედრო დანაშაულებში.
საფრანგეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანა „მკაცრად შეასრულებს“ ნაკისრ ვალდებულებებს.
„ICC დამოუკიდებლად მოქმედებს, ასე რომ, ჩვენ არ გვევალება ამ გადაწყვეტილების შესახებ კომენტარის გაკეთება“, - აღნიშნა ბარნიემ.