Loading data...
საფრანგეთის პრემიერი: ფონ დერ ლაიენისა და ტრამპის შეთანხმება ევროკავშირისთვის შავი დღეა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ფრანსუა ბაირუს თქმით, აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების მიღწევა ევროკავშირისთვის „შავი დღეა“. 

„ფონ დერ ლაიენ-ტრამპის შეთანხმება ევროკავშირისთვის შავი დღეა, როდესაც თავისუფალი ხალხების ალიანსი, რომელიც გაერთიანებულია საერთო ღირებულებების დასადასტურებლად და ინტერესების დასაცავად, აშშ-ს დაემორჩილა“, – წერს ბაირუ სოციალურ ქსელ X-ზე.

მანამდე აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმება პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა მარინ ლე პენმაც გააკრიტიკა.

ცნობისთვის, 27 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებენ, რომლის მიხედვითაც, ევროპული პროდუქციის აშშ-ში შეტანა 15%-იანი ტარიფით დაიბეგრება.