Loading data...
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ გახდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ ახალ პრემიერ-მინისტრად დანიშნა, რომელიც ფრანსუა ბაირუს შეცვლის.

ელისეს სასახლის განცხადებით, ლეკორნუს საფრანგეთის 2026 წლის ბიუჯეტის დასამტკიცებლად პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების გამართვა დაევალა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ლეკორნუს დანიშვნა პოლიტიკური კრიზისის გამწვავებას ემთხვევა.

ლეკორნუ ბოლო ორი წლის განმავლობაში საფრანგეთის მეხუთე პრემიერ-მინისტრი გახდა.