Loading data...
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მასშტაბური ხანძრები კონტროლს ექვემდებარება

„ქვეყანაში მძვინვარე მასშტაბური ტყის ხანძრები ამჟამად კონტროლს ექვემდებარება“, - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ 1949 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ხანძრის გაჩენიდან ერთ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ.

„საერთო ჯამში, ხანძარი ჩვენს ქვეყანაში ახლა კონტროლს ექვემდებარება და სამხრეთ-დასავლეთით, ჟირონდში,  სტაბილურ სიტუაციაა“, - განაცხადა მან გაზეთ La Tribune Dim-თან.

ცნობისთვის, მხოლოდ ჟირონდის რეგიონში ცეცხლმა 42 000 ჰექტარი გაანადგურა და 240-მდე სახლი დააზიანა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შექმნილ ვითარებას ქვეყნისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე რთული კრიზისი უწოდა.