საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა
საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა.
საფრანგეთი გახდება ევროკავშირის პირველი სახელმწიფო, რომელიც მსგავს ზომას საკანონმდებლო დონეზე დანერგავს.
კანონპროექტს, რომელსაც მხარს უჭერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. კანონპროექტს კენჭი 21 ივლისს უყარეს.
ეროვნულ ასამბლეაში კანონპროექტს მხარი დაუჭირა 279-მა წევრმა, ხოლო წინააღმდეგი იყო 81.
„მე ამის პირობა დავდე და მასზე კენჭისყრა დაწყებულია: სასწავლო წლის დაწყებიდან 15 წლამდე ასაკის პირებს სოციალური ქსელების გამოყენება აეკრძალებათ. მადლობა პარლამენტარებს. ახლა საკონსტიტუციო საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შემდეგ კი ვიმოქმედოთ, რათა ეს ზომა რეალურად განხორციელდეს და ჩვენი შვილები ონლაინ სივრცისგან დავიცვათ“, - წერს ემანუელ მაკრონი.
Je m’y étais engagé, c’est désormais voté : les réseaux sociaux seront interdits aux moins de 15 ans à la rentrée. Merci aux parlementaires. Au Conseil constitutionnel de statuer puis place à l’action pour rendre cette mesure concrète et protéger nos enfants en ligne. pic.twitter.com/jC79unxX67
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) July 21, 2026