Loading data...
საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიონელ ჟოსპენი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სოციალისტური პარტიიდან, ლიონელ ჟოსპენი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, 1990-იანი წლების ბოლოდან, მთავრობის მეთაურის რანგში მიღწეული წარმატებების გარდა, ის დაამახსოვრდებათ, როგორც ორგზის პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელმაც 2002 წელს, არჩევნების პირველ ტურში, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოს ჟან-მარი ლე პენთან გამანადგურებელი მარცხი განიცადა, რის შემდეგაც მან პოლიტიკა დატოვა.

მანამდე, ჟოსპენი ხუთი წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა კონსერვატორი პრეზიდენტის, ჟაკ შირაკის დროს.

შირაკმა ის 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა, თუმცა შემდეგ, 1997 წელს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები წააგო, რამაც აიძულა მემარცხენეებთან ე.წ. თანაცხოვრება დაეწყო.

„თავისი სიმკაცრით, გამბედაობითა და იდეალიზმით, ის რესპუბლიკის მაღალ იდეას განასახიერებდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჟოსპენზე საუბრისას.