Loading data...
საფრანგეთის ხელისუფლებამ პარიზსა და ლიონში 22 ოქტომბერს დაგეგმილი აქციები აკრძალა

„საფრანგეთის ხელისუფლებამ პარიზსა და ლიონში 22 ოქტომბერს დაგეგმილი აქციები აკრძალა“, - ინფორმაციას ამის შესახებ France 24-ი ავრცელებს.

მთავრობა აცხადებს, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, აქციის აკრძალვის გადაწყვეტილება ძალადობის თავიდან აცილებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიიღო.

საფრანგეთის პოლიცია მიიჩნევს, რომ ორგანიზატორები ძალადობისა და ვანდალიზმის თავიდან აცილებას ვერ შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, რომლებიც პერიოდულად პოლიციასთან შეტაკებებსა და არეულობაში გადადის.