Loading data...
საფრანგეთის ქალაქ ნიცაში კაცმა ქუჩაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში კაცმა ქუჩაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სულ მცირე, 3 დაშავდა. 

წინასწარი ინფორმაციით, სკუტერზე მჯდომმა კაცმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. მოკლული ადამიანების ასაკი 23-დან 57 წლამდეა.

თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, სკუტერი კი დატოვა. 

თავდამსხმელის მოტივის და ვინაობის შესახებ ამ ეტაპზე დეტალები უცნობია. 

ქალაქ ნიცის მერმა ივარაუდა, რომ შესაძლოა, ინციდენტი ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებული კონფლიქტით ყოფილიყო გამოწვეული.