Loading data...
საფრანგეთიდან ინგლისში მოსახვედრად ლა-მანშის სრუტის გადალახვის მცდელობისას რვა ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთიდან ინგლისში მოსახვედრად  ლა-მანშის სრუტის გადალახვის მცდელობისას 8 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ საფრანგეთის პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება. 

მედიასაშუალების ცნობით, რეზინის ნავზე დაახლოებით 60 ადამიანი იმყოფებოდა ერითრეიდან, სუდანიდან, სირიიდან და ირანიდან.

საფრანგეთის სანაპირო დაცვის განცხადებით, სანაპიროდან გასვლის შემდეგ ნავმა მალევე დაიწყო ჩაძირვა, ადამიანების გადარჩენა კი მაშველებმა ვერ შეძლეს. 

ექვსი ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში, მათ შორის ერთი ბავშვი ჰიპოთერმიით. 

მომხდარს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი გამოეხმაურა და „საშინელება“ უწოდა.